
5 რჩევა როგორ ვიგრძნოთ თავი კომფორტულად ორსულობისას
ორსულობის თანმხლებ გამოწვევებს ყველა ქალის სხეული ინდივიდუალურად უმკლავდება, თუმცა ერთი რამ ყველასთვის საერთოა - მათი სხეულები ფიზიკურ და ჰორმონალურ დონეზე სწრაფ ცვლილებებს განიცდის. ჩვეულებრივ, მარტივი საქმის შესრულება, შეიძლება, უცბად ძნელი გასაკეთებელი აღმოჩნდეს. ბავშვები, ძილის ნაკლებობა, ორსულობა და ოჯახის წევრების მხრიდან ნაკლები მხარდაჭერა, ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გადალახვაც უწევს ქალს ორსულობის პერიოდში.
გთავაზობთ 5 აქტივობას, რომლის დანერგვაც დაგეხმარებთ იგრძნოთ თავი კომფორტულად ორსულობის დროს.
1. ყოველ საღამოს, სანამ დაწვებით, გამოყავით 10 წუთი მედიტაციისთვის, მოადუნეთ გონება, ფოკუსირდით სუნთქვაზე და გაიმეორეთ პოზიტიური მანტრა. შეახსენეთ საკუთარ თავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბრძანდებით. უთხარით თქვენს თავს როგორ გიყვართ ის.
2. შეიყვარეთ თქვენი შეცვლილი ფორმები. ჩაიცვით კომფორტული, ელეგანტური და ხარისხიანი ტანსაცმელი. იგრძენით თავი სასურველად და თავდაჯერებულად. ამაში ჩვენი ბრენდი ამატერა დაგეხმარებათ. რომელიც შეიქმნა იმისთვის რომ შეინარჩუნოთ თქვენი სტილი და იგრძნოთ თავი თავდაჯერებულად და კომფორტულად ცხოვრების ამ ყველაზე საინტერესო და ცვლილებებით სავსე ეტაპზე. ამატერას ბრენდით გვსურს გაგიხალისოთ ის ჯადოსნური პერიოდი, რომელიც დედად გახდომის მოვლენას ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
3. შეიძინეთ კარგი ხარისხის შიდა თეთრეული, რომელიც არა მხოლოდ მოგიხდებათ, არამედ სასურველადაც გაგრძნობინებთ თავს. გახსოვდეთ, რომ ჯერ ქალი ხართ და შემდეგ - დედა. ფემინურობის შეგრძნება აუცილებელია თქვენი თავდაჯერებულობისათვის!
4. გამოყავით დრო ყოველდღიური ვარჯიშისათვის. ცურვა, სირბილი, იოგა, ან თუნდაც, უბრალოდ, სიარული დიდ შედეგს მოგიტანთ. ჯანმრთელი და აქტიური სხეული ორსულობისას უკეთ გაგრძნობინებთ თავს და დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ხანგრძლივი მშობიარობა.
5. იკვებეთ ჯანსაღად. მიირთვით დიდი რაოდენობით ცოცხალი ხილი, ბოსტნეული და ხორცი, სვით ბევრი წყალი. მოერიდეთ ქიმიურად დამუშავებულ პროდუქტებსა და შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საკვებს, რადგან ეს დაგაკარგვინებთ ენერგიას. გახსოვდეთ, რომ თქვენი სხეულის საკვებით გამდიდრება არა მხოლოდ თქვენ მოგანიჭებთ ენერგიას, არამედ ხელს შეუწყობს თქვენს ნაყოფს, რომ მან ცხოვრება საუკეთესოდ დაიწყოს.
დარწმუნებულნი ვართ თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
და ბოლოს აუცილებლად მოემზადეთ ძუძუთი კვებისთვის, იკითხეთ ინფორმაცია, გაეცანით ბლოგებს და ფორუმებს სადაც ძალიან ბევრი დედა აზიარებს თავის გამოცდილებას, ეს დაგეხმარებათ იყოთ მომზადებული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისთვის.
გახსოვდეთ რომ ძუძუთი კვება ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა რაც კი შეიძლება თქვენს შვილს გაუკეთოთ.
ორსულობა მხოლოდ 9 თვე გრძელდება, ორსულობის შემდეგ კი თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩნდება.
მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი ახალი ფორმები. შეიყვარეთ თქვენი სხეული!