ამატერას როგორც ბრენდის მიზანია, გარდა იმისა, რომ ორსულ ქალებს შევთავაზოთ მათზე მორგებული, ელეგანტური და კომფორტული სამოსი ასევე ვისაუბროთ ისეთ თემებზე რომლებიც ჯერ კიდებ საკმაოდ ტაბუირებულია.  დროა, გავაფართოვოთ საზღვრები, რომლებშიც ქალებს სექსისა და სიამოვნების საკითხთან დაკავშირებით შეეძლებათ საუბარი. ღრმად გვწამს, რომ შესაძლებელია ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც ქალებს გააერთიანებს საკუთარ გამოცდილებებზე სასაუბროდ და დაეხმარება მათ იმის გააზრებაში, რომ ისინი მარტო არ არიან. 

სტატისტიკა გვეუბნება, რომ ყოველი ორი ქალიდან ერთი, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სექსუალურ დისფუნქციას განიცდის. ამრიგად ქალთა 50% იტანჯება მტკივნეული სექსით, რთულად აღიგზნება და უჭირს აღგზნების შენარჩუნება. ასევე, რთულად აღწევს ორგაზმს, აწუხებს სექსის სურვილის ნაკლებობა და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს სიამოვნების პროცესსა და ინტიმურობის განცდაზე. 

                                                                                                    

სამწუხაროდ არსებობს საკითხები,  რომელზეც საუბარი ჯერ კიდევ ტაბუირებულია საზოგადოებაში და  - ეს ორსულობისას სექსს ეხება. 

ბევრი ქალისგან მოგვისმენია, რომ დაორსულება მათ ურთიერთობაში ინტიმურობის დასასრულის დასაწყისი იყო. ორსულობისას ან ისინი გრძნობდნენ თავს არაკომფორტულად, ან მათი პარტნიორი იყო ხოლმე გადაღლილი. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი საერთოდ ვეღარ შეძლეს წარსულ რიტმთან დაბრუნება. ქალებისათვის ჩვეული გამოცდილებაა, რომ ახალდაბადებულ ბავშვთან ერთად გატარებული პირველი რამდენიმე თვის შემდეგ საკუთარ თავთან დაბრუნებისას გადაულახავ ამოცანას აწყდებიან - მათ უწევთ, აღიდგინონ ინტიმურობა, რომელიც წელზე მეტია დაკარგული აქვთ. 

ცხადია, ეს პრობლემა გადაულახავად აღიქმება, თუმცა, დაფეხმძიმება არ ნიშნავს პარტნიორთან ინტიმური კავშირის, სიახლოვისა და დიდებული ორგაზმის დაკარგვას. საზოგადოება ქალებს ჩარჩოებში აქცევს, ფეხმძიმობამ კი შეიძლება ქალებისთვის გაართულოს ერთმანეთთან იმის შეთავსება, თუ როგორ ხედავს მათ სამყარო და როგორ აღიქვამენ თავად მომხდარ ცვლილებას. 

ორსულობისას სქესობრივი ცხოვრების შენარჩუნება რამდენიმე მიზეზის გამო რთულდება, ესენია: სხეულის აღქმა და თვითშესაფება, სირცხვილი იმისა, თუ როგორ უნდა იყო ერთდროულად დედაც და სექსუალური ობიექტიც, ჯანმრთელობის თანმდევი ცვლილებები, გულისრევა და დაღლილობა. ამასთანავე, ზოგიერთი ქალი რთულად ორსულდება და სექსს უკვე „რუტინულ საქმედ“ აღიქვამს. 


                                                    

ორსულობა არ ნიშნავს სექსისა და სიამოვნების შეწყვეტას

დაიმახსოვრეთ: თუ თქვენს გინეკოლოგს ან ექიმს არ მოუცია რეკომენდაცია (ჯანმრთელობის პრობლემების გამო) სექსისთვის თავი დაგენებებინათ (რა შემთვევაშიც უნდა დაემორჩილოთ მათ მითითებებს)  მაშინ ორსულობისას სექსი 100%-ით უსაფრთხო და ნორმალურია. 

ბავშვს სექსით ტკივილს არ მიაყენებთ

შეუძლებელია, რომ სექსუალურმა აქტმა ბავშვს რაიმე სახის ზიანი მიაყენოს. თუ თქვენ/თქვენი პარტნიორი ძალიან ნერვიულობთ, ნელ-ნელა დაიწყეთ, სცადეთ სხვადასხვა პოზა და ესაუბრეთ ერთმანეთს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ სექსი ან ორგაზმი ნეგატიურ შედეგს იწვევს ან, საერთოდ, რაიმე ეფექტს ახდენს ნაყოფზე. 

თქვენი ორგაზმი შეიძლება უკეთესიც კი გახდეს

ჰორმონალური ცვლილებების, საშვილოსნოსა და საშოში სისხლის გაზრდილი ნაკადისა და მგრძნობელობის გამო, ორსულობამ შეიძლება ორგაზმი უკეთესიც კი გახადოს! ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ორსულობისას მათ უფრო ინტენსიური, ძლიერი და მარტივად მისაღწევი ორგაზმი ჰქონდათ. არ გაუშვათ ხელიდან ამ გამოცდილების მიღების შესაძლელობა.

და კიდევ: ორგაზმით ბავშვს ზიანს არ მიაყენებთ! 

კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ორსულობის დროს თქვენ და თქვენი პარტნიორი შეიძლება სექსსა და ინტიმურობასთან დაკავშირებულ ბევრ ემოციურ პრობლემას წააწყდეთ, ისეთებს, რომლებზეც აქამდე საერთოდ არ გიფიქრიათ. ეს სავსებით ნორმალური და მოსალოდნელია. გამოიკვლიეთ, ისაუბრეთ, ერთად წაიკითხეთ ამის მსგავსი სტატიები. სანამ ინტიმურ ურთიერთობასა და ექსპერიმენტებზე გადახვალთ, ერთმანეთს გაუზიარეთ, რისი ცდა გინდათ ორივეს და რა არის აბსოლუტურად გამორიცხული.

                                                               

პენეტრაცია სექსის (ან ორგაზმის მიღწევის) ერთადერთი საშუალება არაა

გახსოვდეთ, რომ სექსისა და ინტიმური ურთიერთობისათვის უამრავი სხვა გზის გამონახვაა შესაძლებელი, რომელიც საერთოდ არ იქნება დაკავშირებული პენეტრაციასთან. თუ ეს საკითხი გაბრკოლებთ, მაშინ დაელაპარაკეთ თქვენს პარტნიორს, ალტერნატივები უსასრულოა.

თქვენ შეგიძლიათ იყოთ დედა და სექსუალურად თავდაჯერებული ქალი. შეგიძლიათ, იყოთ ორსულად და გქონდეთ შესანიშნავი სექსი. არჩევანის გაკეთება მხოლოდ ერთ მათგანზე საჭირო არ არის!  იკითხეთ, შეისწავლეთ და ისაუბრეთ ამ საკითხზე. დაარღვიეთ სტიგმა დედობისა და სექსის შესახებ, რათა ყველა ჩვენგანმა სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს და ისიამოვნოს ორსულობით.