მენიუ
კალათა

მიწოდების პირობები

მიწოდების პირობები

Amatera.ge-ზე შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.

თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება უფასოა.

საქართველოს სხვა დიდი ქალაქებში ტრანსპორტიების ფასია 10 ლარი

პროდუქტის მიწოდება მოხდება შეკვეთიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, შაბათს და კვირას მიღებული შეკვეთების გამოგზავნა ჩვენგან მოხდება ორშაბათს. ოფიციალურ დასვენების დღეს მიღებული შეკვეთა გამოიგზავნება მომდევნო შესაძლო სამუშაო დღეს. 

გთხოვთ, შეკვეთის განთავსებისას დეტალურად მიუთითოთ თქვენი სრული სახელი და გვარი, სრული, დეტალური მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ ჩვენ მივიღებთ არასრულ ინფორმაციას, დაგიკავშირდებით და საბოლოოდ დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, შეკვეთა გადაეცემა სატრანსპორტო კომპანიას. 

გაგზავნის შემდეგ, შეკვეთის სხვა მისამართზე გადამისამართება აღარ არის შესაძლებელი.

დაბრუნება-გადაცვლა

კომპანია იძლევა გარანტიას, რომ მოხმარებელს მიეწოდება მაღალ ხარისხიანი პროდუქცია, თუმცა, თქვენ, შესაძლებელია გადაწყვიტოთ მიღებული პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება. 

თუ თქვენ გადაწყვეტთ პროდუქტის დაბრუნებას ან გადაცვლას, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: info@amatera.ge მიუთითეთ თქვენი შეკვეთის ნომერი და მიზეზი, რატომ გსურთ აღნიშნული პროდუქტის დაბრუნება / გადაცვლა.

პროდუქტის დაბრუნების / გადაცვლის შესახებ მოთხოვნის გამოგზავნა შესაძლებელია შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 2 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბრუნება / გადაცვლა აღარ იქნება შესაძლებელი. 

ფასდაკლებული პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა არ არის შესაძლებელი. 

პროდუქტის დაბრუნების შემდეგ, ჩვენი ხარისხის კონტროლის წარმომადგენლის მიერ მოხდება მისი შემოწმება და ქვემოთ მოცემული პირობებიდან ყველა პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება პროდუქტში გადახდილი თანხის ანაზღაურება 3 სამუშაო დღის ვადაში თქვენს მიერ გამოყენებულ საბანკო ბარათზე.

დაბრუნებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 

პროდუქტზე შენარჩუნებული უნდა იყოს ბრენდირებული იარლიყების ადგილმდებარეობა და მთლიანობა. 

შენარჩუნებული უნდა იყოს იგივე შეფუთვა, რაშიც პროდუქტი მიღებისას იყო განთავსებული. 

პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს ქსოვილის დაზიანების კვალი. 

პროდუქტი არ უნდა იყოს გარეცხილი და გაწმენდილი. 

პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს თამბაქოს, ალკოჰოლის ან სუნამოს კვალი / სურნელი.

აღნიშნული კრიტერიუმებიდან, თუნდაც ერთის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სამწუხაროდ მოთხოვნა პროდუქტის უკან დაბრუნება / გადაცვლის შესახებ არ მიიღება.

პროდუქტის დაბრუნების / გადაცვლის შემთხვევაში, პროდუქტის უკან დაბრუნება უნდა მოახდინოს თავად მომხმარებელმა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქ.#88 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე:

info@amatera.ge ან დაგვირეკეთ ტელ. ნომერზე: +995 577 659920